10:22 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-16 12:41:56, 760 ნახვა

საზოგადოება
ფონიჭალაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ფონიჭალაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ კრწანისის რაიონის გამგეობიდან აცნობეს,  ცეცხლი გულბანის 23 ნომერში დღეს დილით გაჩნდა და 120 კვ.მ-ზე გავრცელდა.

მათივე ცნობით, დამწვარია ორი საცხოვრებელი სახლი. ხანძრის შედეგად მსუბუქი დამწვრობა მიიღო ერთმა მამაკაცმა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. გულბანის ქუჩაზე იმყოფებოდნენ კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი და გამგეობის წარმომადგენლები. დაზარალებულებს გამგეობა დროებითი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics