10:24 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-15 13:32:58, 745 ნახვა

საზოგადოება
ხვალ, ლიტერატურული კონკურსის „მცირე პროზა" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

ხვალ, 17:00 საათზე,  თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართება რიგით მეცხრე ლიტერატურული კონკურსის „მცირე პროზა" დაჯილდოების  ცერემონია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით და იგი სტუდენებისთვისაა განკუთვნილი.

მათივე ცნობით, სამ საპრიზო ადგილზე გამოვლენილ კონკურსანტს გადაეცემა ოტია იოსელიანის სახელობის ფულადი პრემია.

სწორად, ამ დღეს აღინიშნება მწერლის დაბადებიდან 86-ე წლისთავი. 10 ნომინაციაში გამოვლენილ გამარჯვებულებს სიგელებს, სამახსოვრო მედლებს და წიგნებს გადასცემენ მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი და ოტია იოსელიანის ოჯახის წევრები, რომლებიც საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოვიდნენ დედაქალაქში.

მუზეუმის მიერ კონკურსი 2005 წლიდან იმართება და იგი ემსახურება ქართული მწერლობის პოპულარიზაციას, ახალი სახელების წარმოჩენას ქართულ მწერლობაში და ამ ჟანრის „მცირე პროზის" განვითარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics