16:07 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-14 16:15:30, 1403 ნახვა

მსოფლიო
UEFA-მ რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია 150 ათასი ევროთი დააჯარიმა

UEFA-მ რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია 150 ათასი ევროთი დააჯარიმა. რისი მიზეზიც საფრანგეთის ქალაქ მარსელში მომხდარი არეულობა გახდა, რომელშიც რუსი გულშემატკივრები მონაწილეობდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" აქვეყნებს.

მედია საშუალების ცნობით, UEFA-ს გადაწყვეტილებით, თუ რუსი გულშემატკივრების მონაწილეობით მასობრივი არეულობა გამეორდება, რუსეთის ნაკრები საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშება.

ამასთან, რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ უკვე აღნიშნა, რომ რუსული მხარე ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ მარსელში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე, რუსი და ინგლისელი გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. CNN-ის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაშავდა.

France 24-ის ინფორმაციით, ჩხუბში დაახლოებით 100 ინგლისელი და 50 ადგილობრივი მოსახლე მონაწილეობდა. პოლიციამ არეულობის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პირმა წარსულში არსებული დავის ნიადაგზე 2 კაცი მოკლა
ახმეტაში, შვილის გადარჩენის მცდელობისას მამაკაცი ტბაში დაიხრჩო
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics