|
2016-06-13 12:03:44, 3924 ნახვა
კულტურა
მიხეილ გიორგაძე: ქუთაისში, ხოსე კარერასის კონცერტზე დასწრებას მთელი რეგიონი აპირებს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ქუთაისში ხოსე კარერასის უფასო კონცერტის ჩატარების გადაწყვეტილება ლოკაციამ განაპირობა. თუმცა, მინისტრის შეფასებით, ვინაიდან ბევრი ადამიანი აპირებს კონცერტზე დასწრებას, ეს მეტ ორგანიზებას და დაკვირვებას მოითხოვს. „ლოგიკა იყო შემდეგი, ამ მასშტაბის კონცერტი რეგიონში პირველად ტარდება. ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ამ კონცერტმა. ქუთაისის მერისგან და იმერეთის გუბერნატორისგან ვიცი, რომ პრაქტიკულად მთელი რეგიონი აპირებს დაიძრას ქუთაისში. იმისთვის, რომ შეზღუდვა არ ყოფილიყო რაოდენობრივად, აბსოლუტურად ყველას მისცემოდა ამ კონცერტზე დასწრების საშუალება. ჩვენ გვინდოდა რეგიონისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა ყოფილიყო, თუმცა, ეს გარკვეულ სირთულეებს გვიმატებს იმ თვალსზრისით, რომ საჭირო იქნება დიდი რაოდენობის ადამიანების მართვა უფრო დაკვირვებით და ბევრად უფრო მეტი ორგანიზებით“, - აღნიშნა გიორგაძემ. ხოსე კარერასის კონცერტი 18 ივნისს ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, თეატრის წინ გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)