18:31 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-10 12:47:14, 998 ნახვა

ეკონომიკა
France 5 საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს

საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია მეხუთე არხი (France 5) საქართველოს შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს.

 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 52 წუთიანი ფილმი საქართველოს ტურისტულ და ისტორიულ-კულტურულ პოტენციალს მიეძღვნება. 

მათივე ინფორმაციით, ფრანგული დოკუმენტური სერიების „A Ciel Ouvert“ („ღია ცის ქვეშ“) შემოქმედებითი ჯგუფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ეწვია.

შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა ფილმის გადაღებისთვის  სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, აჭარა, სამეგრელო, სვანეთი, შიდა ქართლი და კახეთი მოინახულეს.

ფრანგული ტელეკომპანია მეხუთე არხის (France 5) ჯგუფის წევრებს თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics