|
2016-06-09 16:36:42, 1358 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: პირველ კვარტალში ქვეყანაში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა
პირველ კვარტალში ქვეყანაში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქსტატის მონაცემებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 103%-ით არის გაზრდილი. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდია, ციფრები ჩვენებს, თუ როგორი კეთილგანწყობილია ბიზნესი. „წინა წელთან შედარებით პირველი კვარტლის მონაცემებით, ინვესტიციები 103%-ით არის გაზრდილი. პირველ კვარტალში ქვეყანაში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა რომ, ჩვენ პრაქტიკულად ვიმყოფებით საარჩევნო პერიოდში ციფრები აჩვენებს, რომ ბიზნესი არის კეთილგანწყობილი, ბიზნესის აღქმა არის ძალიან სწორი და დადებითი. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, შესაბამისად წლევანდელ წელს ჩვენ გვექნება ძალიან კარგი მონაცემები, ამ ყველაფრის დამადასტურებელი რა თქმა უნდა პირველი კვარტლის ინვესტიციებია, რომელიც 2008 წლის მერე ყველაზე დიდი რიცხვია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ცნობისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ინვესტიციების მოცულობამ 376 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2008 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. „2016 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 103 პროცენტით მეტია 2015 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე. 2016 წლის აღნიშნული მაჩვენებელი 21.6 პროცენტით აღემატება 2014 წლის 1 კვარტლის დაზუსტებულ მონაცემს, რაც უკანასკნელი წლის უმსხვილესი მაჩვენებელია. სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2016 წლის I კვარტალში 79 პროცენტი შეადგინა. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი: ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია - 137 მლნ აშშ დოლარი აზერბაიჯანიდან განხორციელდა (მთლიანი ინვესტიციების 36%), მეორე ადგილზეა თურქეთი - 57 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 15%), ხოლო მესამე ადგილს გაერთიანებული სამეფო იკავებს - 44 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ინვესტიციების 12%)“,- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)