12:56 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-08 17:49:43, 570 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე გაბორ იკლოდის შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კრიზისების მართვისა და დაგეგმარების დირექტორატის ხელმძღვანელს, გაბორ იკლოდს უმასპინძლა.

ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოში კრიზისების მართვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მომავალ თანამშრომლობაზე ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან და ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში საქართველოს ჩართულობზე ისაუბრეს.

„ჩვენ გვქონდა ერთსაათიანი შეხვედრა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში, სადაც გაიმართა საინტერესო დისკუსია საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მექანიზმებზე, ინსტიტუციურ შესაძლებლობებზე, რომლებსაც იყენებს ქვეყანა არსებულ საფრთხებზე და გამოწვევებზე რეაგირებისთვის. ვთვლი, რომ უსაფრთხოების და კრიზისების მართვის სფერო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობებისა და პროგრესის საშუალებას იძლევა. მე ძალიან ვაფასებ მინდია ჯანელიძესთან გამართული საუბრის მნიშვნელობას. ჩვენს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევგ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა გაბორ იკლოდიმ.

მინდია ჯანელიძის განცხადებით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან კრიზისების მართვის სფეროში საქართველოში  ბოლო დროს განხორციელებული რეფორმები, უაღრესად დადებითად იქნა შეფასებული.

„საუბარი შეეხო ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში საქართველოს  ჩართულობას. ეს საკითხი ძალზედ აქტუალურია და  მნიშვნელოვანია ევროპის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სისტემაში ჩვენი ქვეყნის ეტაპობრივი ინტეგრაციის კუთხით“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭს მდივანმა.

შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics