04:48 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-06 18:17:55, 635 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია ოფიციალური ვიზიტით მინსკში იმყოფება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ბელარუსის რესპუბლიკაში, ქალაქ  მინსკში 26-ე საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის „ბელაგრო-2016“ გახსნის ცერემონიას დაესწრება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ოთარ დანელია მინსკში ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის, ლეონიდ ზაიაცის მიწვევით იმყოფება.

მათივე ცნობით, ქართული დელეგაციის წევრები გამოფენაზე „ბელაგრო-2016“ წარმოდგენილ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის და სასურსათო პროდუქციის მწარმოებელი, ასევე მეცხოველეობის დარგში მომუშავე კომპანიების სტენდებს დაათვალიერებენ.

საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას 20 -ზე მეტი ქვეყნის აგრარული მიმართულების კომპანია იღებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics