|
2016-06-04 11:11:01, 4122 ნახვა
კულტურა
რუმინეთში „ვეფხისტყაოსნის" რუმინულენოვანი თარგმანი გამოიცა
შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილის აღსანიშნავად, რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით „ვეფხისტყაოსნის" რუმინულენოვანი თარგმანი გამოიცა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წიგნის პრეზენტაცია ბუქარესტში მიმდინარე ყოველწლიური წიგნის ფესტივალის "Bookfest"-ის ფარგლებში გაიმართა. გამოცემა რუმინელ მკითხველს წარუდგინეს რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია გიორგაძემ, რუმინეთში მოღვაწე ქართველმა პოეტმა და მთარგმნელმა ზაირა სამხარაძე-კალჩიუმ და გამომცემლობა „ePublishers"-ის დირექტორმა, პროფესორმა ვასილე პოენარუმ. გამოცემაში გამოყენებულია "წერეთლისეული ვეფხისტყაოსნის" მინიატურები (17-18 საუკუნეები), რომელთა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის მიერ სპეციალურად ამ გამოცემისთვის იქნა მიწოდებული. აღსანიშნავია, რომ „ვეფხისტყაოსანი" რუმინეთში პირველად 1956 წელს გამოიცა და ნაწარმოების პირველი თარგმანი გამოჩენილ რუმინელ მწერალსა და მთარგმნელს ვიქტორ კერნბახს ეკუთვნის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)