05:11 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 17:04:56, 613 ნახვა

პოლიტიკა
რა შემთხვევაში შეწყვეტს „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს

თუ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრაზე გავა „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს შეწყვეტს და კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.

მისივე შეფასებით, სჯობდა ახლანდელ ხელისუფლებასაც, მაშინდელ უმრავლესობაში მყოფ ფრაქციებსაც ამაზე მაშინ ეფიქრათ, როდესაც მხარი ამ მოდელის მიღებას დაუჭირეს.

საპარლამენტო უმცირესობა აგრძელებს ბოიკოტს, მიზეზი კორცხელის ინციდენტი მსგავსი შემთხვევების შემცირებაა.

„სჯობდა ე.წ. გერმანულ მოდელზე პატივცემულ ჩემს მეგობრებს მაშინ ეფიქრათ, როდესაც ფორსირებულად იღებდნენ იმ მახინჯ მოდელს, რომელიც მიიღეს. მათ შორის მათაც ვგულისხმობ, ვინც ახლა ხელისუფლებაშია. ჩვენ არ ვგავართ დღევანდელ ოპოზიციას, ჩვენ ხომ ისტერიულად არ ვყვირით რაღაცეებზე.

თუ ე.წ. გერმანულ მოდელს გასვლის შანსი ექნება, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ. ეს კანონპროექტი იდეალური ნამდვილად არ არის, მაგრამ ბევრად სჯობს იმ სიმახინჯეს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. მათ შორის ერთ-ერთი მომხსენებელი ვახტანგ ხმალაძე იყო, რომელიც ახლა აკრიტიკებს ამ მოდელს. მაგრამ დამეთანხმეთ, რომ მანამ სანამ ძალადობის საფრთხეა, სანამ თქვენ, მე და საქართველოს მოქალაქეებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე გვემუქრება ძალადობის საფრთხე, ისეთი როგორიც მოხდა კორცხელში მე მგონი ამაზე ყურადღების გამახვილება ღირს“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics