05:11 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 23:03:27, 644 ნახვა

პოლიტიკა
ისაკაძე "მაესტროს" ხელმძღვანელობას: მზად ვარ, 1 ლარად დავრჩე ამ გადაცემის ხელმძღვანელად

"მზად ვარ, 1 ლარად დავრჩე ამ გადაცემის ხელმძღვანელად" - ასე მიმართავს "მაესტროს" ყოფილი თანამშრომელი გიორგი ისაკაძე ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას გადაცემა "არჩევანიდან".

მისი თქმით, "მე შევხვდი მაესტროს დირექტორს, ფინანსურ საკითხებთან ერთად ერთ-ერთი პირობა იყო, რომ ამ გადაცემის დამოუკიდებელი წარმოება ვერ მოხდებოდა".

“30 თუ 31 მაისს ასე  ცალმხრივად კონტრაქტის გაწყვეტის მოლოდინი რომ მექნებოდა, ნამდვილად არ მეგონა. თუმცა, მე შემიძლია, დავადასტურო, რომ მთელ ამ ორომტრიალში ეს პერიოდი იყო საკმაოდ რთული. მე შემიძლია, დავადასტურო, რომ ამ ყველაფერში საქმის მიღმა პირადი თემებიც არის, რომლის გამომზეურებას ამ ეტაპზე არ ვგეგმავ. თუმცა, როდესაც მე შევხვდი მაესტროს დირექტორს, ფინანსურ საკითხებთან ერთად ერთ-ერთი პირობა იყო, რომ ამ გადაცემის დამოუკიდებელი წარმოება ვერ მოხდებოდა. მე მინდა, ყველაფერს წერტილი დავუსვა და ერთადერთი არჩევანის წინაშე დავაყენო ეს ხალხი. მივმართავ მათ, ვისაც ხელეწიფება ეს გადაწყვეტილება, თუ თქვენ მზად ხართ და თქვენ მართლა არ გამოძრავებთ სხვა მიზნები, მე, გიორგი ისაკაძე ვაცხადებ შემდეგს, მე გთავაზობთ, ერთ ლარად დავრჩე ამ გადაცემის ხელმძღვანელად, ოღონდ ამ ბავშვებმა და ამ პროექტებმა გააგრძელომ მაუწყებლობა. ახლა არჩევანი არის თქვენს მხარეს,“ - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics