01:05 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-30 09:45:43, 690 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი დღეს ღია წერილს გამოაქვეყნებს

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს სპეციალური წერილის გამოქვეყნებას გეგმავს.

როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების შემდეგ განუცხადა, წერილში მიმდინარე მოვლენებზე, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას აპირებს.

"ორშაბათს გამოვა ჩემი წერილი. ყველაფერს იქ მიმოვიხილავ. შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, 14 მაისს, "ქართული ოცნების" ყრილობის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გამოაქვეყნებდა წერილს, რომელშიც ისაუბრებს, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ და რა იქნება პარტიის სამომავლო გეგმები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics