12:37 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 15:34:07, 1390 ნახვა

მსოფლიო
დონბასში შვიდი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში შვიდი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანზე ალექსანდრ ტურჩინოვზე დაყრდნობით იუწყება. 

მისივე თქმით, 9 ჯარისკაცია დაშავებული.

მედიის ინფორმაციით, ეს ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველაზე დიდი დანაკარგია ერთ დღეში.

უკრაინის ხელისუფლებამ სამხედროებზე თავდასხმაში პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

ცნობისთვის, 2014 წლის აპრილის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შედეგად 9300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 2015 წლის თებერვალში გერმანიისა და საფრანგეთის შუამავლობით მისნკის შეთანხმების  გაფორმების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოცხადდა. თუმცა მხარეები ერთმანეთს სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics