15:53 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-22 18:50:19, 560 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი კორცხელის ინციდენტზე: მსგავს ინციდენტს არ ჰყავს გამარჯვებული, ჰყავს მხოლოდ დაზარალებულები

საქართველოს პრეზიდენტი გმობს ძალადობის ყველანაირ გამოვლინებას და მოუწოდებს საზოგადოებას გააცნობიეროს, რომ მსგავს ინციდენტებს არ ჰყავს გამარჯვებული და  ჰყავს მხოლოდ დაზარალებულები.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით  განაცხადა.

„იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს ფიზიკური დაზიანება, დაზარალებულია ამომრჩეველი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები.

პრეზიდენტის აზრით, არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი ამომრჩეველია, რომელსაც სურს მშვიდვითარებაში პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების მიხედვით გააკეთოს არჩევანი.

მთლიანობაში კი, ეს არის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესი, როდესაც საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაუდასტუროს საკუთარ თავსაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ შეუძლია ცივილური, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება", - განაცხადა მიშველაძემ.

ეკა მიშველაძის განცხადებით, ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, ვინაიდან არსებობს მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა და უამრავი მოწმე, პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ  უსწრაფესად გამოვლინდება ყველა დამნაშავე და თითოეულ მათგანს კანონის შესაბამისად დაეკისრებაადეკვატური პასუხისმგებლობა.

„რამდენიმე თვეში საქართველოს წინ საპარლამენტო არჩევნები აქვს. შესაბამისად, დროული და ეფექტურისამართლებრივი რეაგირება უმნიშვნელოვანესი ტესტია. გამოძიება უნდა იყოს სამაგალითო, რომსამომავლოდ ვერავინ გაბედოს საქართველოს მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების დაზარალება.   

პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ამ ტესტს სათანადოდ ჩააბარებენ", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი პირადად მიადევნებს თვალს პროცესის მიმდინარეობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ბერკეტს, რომ ერთხელ დასამუდამოდ  წერტილი დაესვას ძალადობას, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics