|
2016-05-19 16:15:34, 608 ნახვა
საზოგადოება
დევნილების დასახლებაში ავარიული კორპუსის კეთილმოწყობა დასრულდა
წყნეთში დევნილთა დასახლებაში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გაგრის ქუჩაზე არსებულ ავარიულ კორპუსს საყრდენი კედლების გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა, დაზიანებული ფუნდამენტი შეიცვალა მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკვლით, ამოივსო ბზარები, შეილესა კედლები. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროექტების ფარგლებში, ძველი დაზიანებული საკანალიზაციო სისტემა შეიცვალა ახლით. განხორციელებულ სამუშაოებს ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ადგილზე გაეცნო. „კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა გაგრის ქუჩის მე-5 კორპუსს, რომელიც ავარიული და სრულიად ამორტიზებული იყო; ამ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობს; ასევე, მთლიანად შეიცვალა და მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. საკანალიზაციო სამუშაოების 85% ვაკის რაიონის გამგეობამ დააფინანსა, 15% - დევნილთა სამინისტრომ; გამაგრებითი სამუშაოების 90% გამგეობამ, 10% კი დევნილთა სამინისტრომ უზრუნველყო. რაიონის მასშტაბით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის სამუშაოები 75 მისამართზე მიმდინარეობს. 20 მისამართზე იცვლება საკანალიზაციო სისტემა, რეაბილიტაცია უტარდება 25 ლიფტს და 17 სახურავს, გამაგრებითი სამუშაოები 5 მისამართზე, წყალსაწრეტი მილების შეცვლა და ნაპრალების ამოვსება კი 8 ობიექტზე მიმდინარეობს.
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)