|
2016-05-19 14:27:40, 585 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში კონფერენცია „ბიომრავალფეროვნება და საქართველო“ ტარდება
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 19-20 მაისს მე-2 სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია „ბიომრავალფეროვნება და საქართველო” ტარდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის უფროსმა ნონა ხელაიამ გახსნეს. მათივე ინფორმაციით, კონფერენცია დაყოფილია ორ თემატურ სექციად. საუბარი იქნება მცენარეთა მრავალფეროვნებაზე ბოტანიკურ ბაღებსა და ბუნებრივ ჰაბიტატებში. ასევე, საქართველოს სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნებაზე, მათ დაცვასა და მდგრად გამოყენებაზე. „ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. გარდა ამისა, კონფერენცია ეძღვნება ბოტანიკურ ბაღში სამკურნალო მცენარეთა განყოფილების დაარსების 100 წლისთავს. ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების სფეროს განვითარებისთვის, როგორც სამეცნიერო თვალსაზრისით, ისე შემეცნებითი და საგანმანათლებლო კუთხით“ , -განაცხადა ნინო სულხანიშვილმა. კონფერენცია, ზეპირი მოხსენებების პარალელურად, სასტენდო მოხსენებებს მოიცავს. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ეროვნული, ბათუმისა და ქუთაისის ბოტანიკური ბაღების, ილიას უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის, ეკოლოგიის ინსტიტუტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციების, თბილისის მერიის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები.
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)