|
2016-05-19 10:36:44, 4079 ნახვა
კულტურა
“მძიმე ჯვარი” კიდევ ერთხელ შეიკრიბება
“თბილისი ივენთ ჰოლში” 21 მაისს 20:00-ზე ქართული ლეგენდარული ბენდის “მძიმე ჯვარი” რეიუნიონი შედგება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. ამ შემადგენლობით ბენდმა ბოლოს 2006 წელს დაუკრა. მისი წევრები არიან ლევან ბეიტრიშვილი - ვოკალი, მამუკა ჩიხლაძე - გიტარა, ლევან კაპანაძე - ბას გიტარა. ცნობისთვის, “მძიმე ჯვარი” 1988 წელს ჩამოყალიბდა. ამ შემადგენლობით ჯგუფი 20 წლის წინ გამოჩნდა. ისინი 90-იან წლებში ისინი ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი პიონერები იყვნენ. პირველი ალბომი “მძიმე ჯვარი VOL1” 1997 წელს გამოვიდა, 2002-ში კი “მძიმე ჯვარი VOL2” წარუდგინეს მსმენელს. 2007 წელს მოხდა “Fan-X”-ის პრეზენტაცია,-სწორად ამ ალბომებში შესულ ნამუშევრებს წარუდგენს “მძიმე ჯვარი” თავის მსმენელს. ამასთანავე, ღონისძიებაზე შედგება საინტერესო კოლაბორაცია ეთნო-ჯგუფ “გორდელასთან” - ეს ერთგვარი ექსპერიმენტი და სიურპრიზი იქნება კონცერტზე მისული მსმენლისთვის. “მძიმე ჯვარი” ქართული როკის ლეგენდადაა აღიარებული, ჯგუფმა შემოქმედებითი მოღვაწეობა თბილისში არსებულ რთულ ვითარებაში, 90-იან წლებში დაიწყო. სწორედ იმ პერიოდის გარემომ უბიძგა ჯგუფს დაეწერათ ჰიტი “მიყვარხარ” და უკვე შემდეგ გამოსული ალბომების მეშვეობით მსმენელის რამდენიმე თაობა აღეზარდათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)