|
2016-05-16 19:04:10, 3999 ნახვა
კულტურა
"ქოლგას" ფარგლებში ფოტოგამოფენა - „კალეიდოსკოპი 2" გაიხსნა
კოსტავას გამზირზე მდებარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა ფოტოგამოფენას, „კალეიდოსკოპი 2" მასპინძლობს, რომელიც ფოტოკონკურსის „ქოლგას" ფარგლებში იმართება. ექსპოზიციაზე ფოტოგრაფიით დაინტერესებული სხვადასხვა პროფესიის მქონე ახალგაზრდების ფოტონამუშევრებია წარმოდგენილი. მოყვარული ფოტოგრაფებისთვის ფოტოგრაფია არა ყოველდღიური საქმიანობა, არამედ რუტინისგან თავის დაღწევისა და თვითგამოხატვის საშუალებაა. „კალეიდოსკოპის" კონცეფცია შემდეგ პრინციპებს ემყარება: თანამოაზრეების შემოერთება, მიტოვებული, უფუნქციოდ დარჩენილი შენობების რამდენიმე დღით საგამოფენო სივრცედ გარდაქმნა და მათი სხვა პერსპექტივით წარმოჩენა. წელს „კალეიდოსკოპი 2"-ის მონაწილე ფოტოგრაფებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა საკუთარი ძალისხმევით გარდაქმნეს საგამოფენო სივრცედ და ის დამთვალიერებელს სრულიად განსხვავებული რაკურსით წარმოუდგინეს. „კალეიდოსკოპი 2" ერთი წლის წინ დაწყებული ამავე სახელწოდების პროექტის გაგრძელებაა, რომელიც პირველად 2015 წლის 15 ნოემბერს გამოიფინა. კალეიდოსკოპური ფოტოებითა და საკუთარი ძალისხმევით 9 ფოტოგრაფმა რამდენიმე დღით თბილისის ძველი საბაგიროს ქვედა სადგურის გაცოცხლება შეძლო. ექსპოზიცია დამთვალიერებელს 17 მაისამდე ელოდება. თიბისი ბანკის ტრადიციას წელსაც აგრძელებს და უკვე მეთორმეტედ „ქოლგას" გენერალური პარტნიორია. თიბისი გალერეა, არტ-გალერეა და ტელეკომპანია „არტარეა" კი ფოტოკონკურსის მხარდამჭერები არიან. წლევანდელი ფოტოკვირეულის ფარგლებში თიბისის გალერეების და „არტარეას" საგამოფენო სივრცეები ინდივიდუალურ და ჯგუფურ გამოფენებს ეთმობათ. წელს ფოტოკონკურსში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ფოტოგრაფი იღებს. „ქოლგას" ფარგლებში 15-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ჯგუფური და ინდივიდუალური გამოფენა გაიმართება. თიბისი ბანკმა წელსაც გამოავლინა საკუთარი რჩეულები. ბანკმა მობილური ტელეფონით გადაღებული საუკეთესო ფოტოების ორი ავტორი (ნომინაცია „მობილური ფოტო") Iphone 6-ებით დააჯილდოვა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)