|
2015-02-24 13:21:28, 2778 ნახვა
სამხედრო
სემინარი „სტუდენტების შეფასება და ეფექტურობის გაზომვა“ გაიხსნა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში სემინარი „სტუდენტების შეფასება და ეფექტურობის გაზომვა“ გაიხსნა. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, კურსი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესორ-მასწავლებლებისა და სამხედრო ინსტრუქტორებისთვის არის განკუთვნილი. ტრენინგი მიზნად ისახავს აკადემიური პერსონალის გადამზადებას, ეფექტური სწავლის მეთოდების დანერგვასა და ეფექტური შეფასების სისტემის გაცნობას. სემინარი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა გახსნა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სასწავლო კურსს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამის წარმომადგენლები, ანდრეას ჰილდენბრანდი, რობერტ ანტისი და ირინა ლისიჩკინა ხელმძღვანელობენ. ტრენერებს შორის არიან ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებიც, კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორი, მაიორი გიორგი თვაური და ხარისხის უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი თამარ რემიშვილი. 2014 წელს DEEP-ის საერთაშორისო ტრენერთა ჯგუფის გადაწყვეტილებით, ისინი DEEP-ის ტრენერთა ჯგუფის წევრებად აირჩიეს და სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ სემინარსა და ტრენინგს უძღვებიან. სამდღიანი სემინარი ნატოს სამხედრო განათლებისა და განვითარების პროგრამასა (DEEP) და ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის გაფორმებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოსა და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით იმართება. DEEP-ის პროგრამა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის სამხედრო განათლების გაუმჯობესების კუთხით, სხვადასხვა სახის დახმარებას ითვალისწინებს და „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ ეგიდით ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)