07:29 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 14:32:30, 591 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: პარლამენტი დღეს არჩევანს გააკეთებს მურუსიძესა და ანა დოლიძეს შორის

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტს მოუწევს გააკეთოს არჩევანი მურუსიძესა და დოლიძეს შორის, როცა დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს უყრის კენჭს.

,,არანაირად არ მაქვს იმედი, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" რამენაირად დათმობს მურუსიძეს და მხარს დაუჭერს დოლიძეს,  თუმცა ვფიქრობ, რომ პარლამენტის თითოეულ წევრს, უმრავლესობას დღეს აქვს შესაძლებლობა მურუსიძის მართვის სტილი სასამართლოში დოლიძის სტილით შეცვალოს. უნდა გვახსოვდეს, სერიოზული პრობლემები შეექმნება უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებას, თუ სწრაფად არ იქნებიან დამტკიცებული პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოსამართლეები. ამიტომ რისკის ქვეშ ნუ დავაყებთ უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა პარლამენტს განსახილველად  უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებად ანა დოლიძე, თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა რამდენიმე კვირის წინ წარუდგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics