05:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 12:19:13, 572 ნახვა

პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში „იავნანას“ გამოცდილების გამოყენებას გეგმავს

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ საკუთარ რიგებს ყველას სთავაზობს, ვისაც საქმის კეთება შეუძლია.

ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც მან საზოგადოებას პოლიტიკაში მოსვლის შესახებ აცნობა.

ბურჭულაძე პოლიტიკაში „იავნანას“ გამოცდილების გამოყენებასაც აპირებს:

„უნდა მოვიდნენ ისინი, ვისაც საქმის კეთება შეუძლია და არა ისინი, რომლებსაც ეს ქვეყანა გასართობად უნდათ და უნდა დარჩნენ სახელმწიფო სამსახურში ისინი, ვინც ამ 25 წლის განმავლობაში ქმნიდა, აშენებდა, წინ მიჰყავდა ქვეყანა, ვინც რეალურ რეფორმებს ატარებდა და ვისაც პოლიტიკოსები იყენებდნენ, მათ ნამოღვაწარს საკუთარ დამსახურებად თვლიდნენ და  იყენებდნენ თავიანთი დიდებისათვის.

ნუ იფიქრებთ, რომ ქვეყანას მხოლოდ მავნე წარსული ჰქონდა, გვახსოვდეს, რომ საქართველო ნიჭიერი და მშრომელი ადამიანების სამშობლოა, თქვენი სამშობლო ჩემო ქართველებო, ჩემო თანამოქალაქეებო“, - აღნიშნულია პაატა ბურჭულაძის განცხადებაში.

მისივე თქმით, მან როდესაც ფონდი „იავნანა“ შექმნა, ის ნიჭიერი და გულწრფელი ადამიანების ერთად შეკრების ინიციატორი გახდა. ახლა ეცდება ამ გამოცდილების გამოყენებას.

„მეკითხებიან, კონკრეტულად რის გაკეთებას ვაპირებ ან როგორ. მე გეტყვით, რომ როცა „იავნანას“ ფონდი შევქმენი, გავხდი ნიჭიერი და გულწრფელი ადამიანების ერთად შეკრების, მათთან ერთ გუნდში ყოფნისა და მუშაობის სპეციალისტი. სწორედ ეს გამოცდილება მინდა გამოვიყენო ჩემი ქვეყნისთვის, ხელი შევუწყო ნიჭიერი და გულწრფელი ადამიანების გაერთიანებას, ერთ გუნდად შეკვრას და მათთან ერთად დაუღალავ შრომას. და ასეთი ადამიანები ჩვენს გუნდში არიან, და იქნებიან მნიშვნელოვნად მეტნი, იმდენი, რამდენიც საჭიროა, რომ ქვეყანას ჰქონდეს დიდი წარმატებები“, - ნათქვამია პაატა ბურჭულაძის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics