05:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 17:08:43, 667 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გუგავა: როცა ირაკლი კობახიძეს გოგლიმოგლს უმზადებდნენ, „ლეიბორისტები“ სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით

როცა ირაკლი კობახიძეს გოგლიმოგლს უმზადებდნენ საკვებად, მაშინ „ლეიბორისტული პარტია“ და მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა, - ასე პასუხობენ „ლეიბორისტულ პარტიაში“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც „ლეიბორისტები“ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტად მოიხსენია.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მაშინ სააკაშვილს გვერდში ბიძინა ივანიშვილი ედგა, რომელიც ხელისუფლებას აფინანსებდა.

„როცა ირაკლი კობახიძეს გოგლიმოგლს უმზადებდნენ საკვებად, მაშინ „ლეიბორისტული პარტია“ და მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს ებრძოდა. ამის გამო ნათელაშვილს ირაკლი კობახიძისხელა შრამი აქვს ფეხზე.

ამ დროს მისი უფროსი ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს აფინანსებდა. აძლიერებდა მის რეჟიმს. შესაბამისად მასაც აქვს ცოდვა იმ უბედურებაში, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ქართველი ხალხის კისერზე დატრიალდა.

ახლა ბინძური ჭორებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამ ჭორების გავრცელება ჯერ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო და ახლა მისი პარტიის წევრები ავითარებენ ამ ნაცად ხერხს, მაგრამ ეს აღარ გაჭრის. ქართველმა ხალხმა კარგად იცის ის უზნეობა და უკანონობა, რასაც ივანიშვილი და მისი კლანი ჩადის ამ ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა გიორგი გუგავამ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ „თავისუფალი დემოკრატებს“, პაატა ბურჭულაძესა და „ლეიბორისტებს“ „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები უწოდა.  ეს განცხადება „ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics