|
2016-05-11 09:51:15, 4199 ნახვა
კულტურა
მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში“ დღეს გაიხსნება
დღეს, 11:00 საათზე, კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში“ გაიხსნება. მსგავსი ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება და მერაბ ბერძენიშვილის ინიციატივითა და კულტურის საერთაშორისო ცენტრის „მუზა“ ორგანიზებით ხორციელდება. მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი 11 მაისს, 11:00 საათზე ქართველი ხელოვანებისა და მოქანდაკეების გამოფენით გაიხსნება და 5 დღეს გასტანს. სიმპოზიუმის მიზანს წარმოადგენს ქართველი და უცხოელი ხელოვანების, მოქანდაკეების ერთ სივრცეში ინტეგრირება და თანამედროვე ქანდაკების აქტუალური საკითხებისა და ტენდენციების განხილვა, ახალი ტექნოლოგიებისა და მიმართულებების დანერგვა. სიმპოზიუმი წარმართული იქნება საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით. გაიმართება „ვორქშოპები“, პრეზენტაციების წარდგენა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები სხვადასხვა ქვეყნიდან: იტალია, ესპანეთი/მარბეა, თურქეთი, ირანი, საბერძნეთი, აზერბაიჯანი, იტალია, საფრანგეთი, ფინეთი. მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ქანდაკების არსი თანამედროვე სამყაროში“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის ხელშეწყობითა და თანადგომით ხორციელდება. სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ, მომზადდება ხელოვნების საერთაშორისო არტ კატალოგი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ღონისძიების მიმდინარეობა, ვიზუალური მასალა, სტატიები, პრეზენტაციების რეზიუმე, რომელიც ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება ხელოვნების სფეროში მოღვაწეებისათვის. ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები, ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქ თბილისის მერი, ხელოვანები: მხატვრები, ექსპერტები, მოქანდაკეები; დიპლომატიური კორპუსი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)