03:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 23:04:46, 554 ნახვა

პოლიტიკა
მეჭიაური: არც რუსეთის მონა მინდა ვიყო და არც ამერიკის შეერთებული შტატების

"არც რუსეთის მონა მინდა ვიყო და არც ამერიკის შეერთებული შტატების" - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" წევრი, თამაზ მეჭიაური, "რესპუბლიკური პარტიის" წევრს, თამარ კორძაიას გადაცემა "არჩევანში".

მეჭიაური აცხადებს, რომ "ჩემთვის ამოსავალი არის ჩემი ქვეყნის ინტერესი, მისი ტერიტორიული მთლიანობა, მისი სარწმუნეობის, ტრადიციულის, ინტერესების დაცვა. დანარჩენი, რომელიმე კავშირში შესვლა თუ რომელიმე სამხედრო ბლოკში შესვლა, არის ჩემთვის საშუალება აი, იმ მიზნის მისაღწევად".

“მე კორექტულობას არასდროს ვუჩიოდი, მაგრამ, როდესაც ისინი თვითონ გადადიან კორექტულობის ზღვარს, თუნდაც ძმები ბერძენიშვილები, მე კიდევაც ძალიან კორექტული ვარ მათ მიმართ იმასთან შედარებით, რასაც ისინი ამბობდნენ ჩემს მიმართ. რაც შეეხება რუსეთზე წისქვილზე წყლის დასხმას, არც რუსეთის მონა მინდა ვიყო და არც რომელიმე სხვა ქვეყნის, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების. ჩემთვის ამოსავალი არის ჩემი ქვეყნის ინტერესი, მისი ტერიტორიული მთლიანობა, მისი სარწმუნეობის, ტრადიციულის, ინტერესების დაცვა. დანარჩენი, რომელიმე კავშირში შესვლა თუ რომელიმე სამხედრო ბლოკში შესვლა, არის ჩემთვის საშუალება აი, იმ მიზნის მისაღწევად, რომელზეც მე გითხარით,“ - განაცხადა მეჭიაურმა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics