00:09 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 16:18:18, 993 ნახვა

სხვადასხვა
კრემლის განმარტებით, პუტინმა საქართველოს ხელისუფლებას გამარჯვების დღე "სათანადო დიალოგის არარსებობის გამო" არ მიულოცა

ვლადიმერ პუტინმა საქართველოსა და უკრაინის ლიდერებს გამარჯვების დღე დიალოგის სათანადო დონის არარსებობის გამო არ მიულოცა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" წერს. 

მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ეს არ ეხებათ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს.

“რუსეთი არასდროს ყოფილა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ნეგატიური პროცესების ინიციატორი. რუსეთი ყოველთვის უჭერდა მხარს მეზობლებთან და ფაქტობრივად მოძმე ქვეყნებთან კეთილ ურთიერთობებს, თუმცა საქართველოს შემთხვევაში, თქვენ იცით ჩვენი ურთიერთობების კრიზისის წინამორბედი მოვლენები”, - განაცხადა პესკოვმა.

მილოცვის ტექსტში ვლადიმერ პუტინმა ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მხოლოდ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს მიულოცა და არა ხელისუფლების პირველ პირებს.

“პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ სახელმწიფო დონეზე კრიზისული ურთერთობები არ აისახება კეთილ გრძნობებსა და ტრადიციებზე ჩვენთან ტრადიციულად დაახლოებული ქვეყნების მოსახლებისადმი - ეს არის საქართველოს მოსახლეობაც, უკრაინის მოსახლეობაც და სხვა ქვეყნებისაც. სწორედ ამიტომ პრეზიდენტის მილოცვა ხალხის მისამართით გაკეთდა”, - აღნიშნა კრემლის პრესმდივანმა.

შეგახსენებთ, 8 მაისს კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცახდებაში ნათქვამი იყო, რომ  “ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს, ასევე საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 71-ე წლისთავი მიულოცა”.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics