21:44 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-08 15:29:49, 775 ნახვა

პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე: ჩვენი გზა არის მარტო ევროპისკენ

 „ჩვენი გზა არის მარტო ევროპისკენ“,-ამის  შესახებ „საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა პაატა ბურჭულაძემ რიყის პარკში განაცხადა, სადაც ევროპის დღეები მიმდინარეობს.

ბურჭულაძემ საზოგადოებას ევროპის დღეების გახსნა მიულოცა.

„გილოცავთ ევროპის დღეების გახსნას. მართლაც კარგი დღეა დღეს.   დიდი მადლობა  უნდა ვუთხრათ ყველა ევროპელს ვინც გვეხმარება, რომ წინ წავიდეთ.   ჩვენ გზა არის მარტო ევროპისკენ. ისინი არინ ჩვენი ძმები ვინც გვეხმარება, რომ წინ წავიდეთ“,-განაცხადა ბურჭულაძემ. 

ევროპის დღეების ფარგლებში, 3 კვირის განმავლობაში,  უამრავი  საინტერესო  ღონისძიება გაიმართება, რომლებზე დასწრებაც  ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ღონისძება საქართველოს ყველა მოქალაქეს  ევროპული გზისა და არჩევანის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ შეახსენებს.

დღეს  სტარტი აიღეო ევროპულმა სოფელმა, სადაც ევროკავშირის  წევრი სახელმწიფოების  საელჩოების ორგანიზებით მოეწყო 28 წევრი ქვეყნის კუთხეები. თითოეული მათგანი  წარმოადგენს საკუთარი ქვეყნის  კერძებს,  ეროვნულ სამოსსა და სხვა ტრადიციებს. მათ შორისაა  ნატო-სა და  ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო  ცენტრის კუთხეც. გაიმართება კონცერტი, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებენ ევროვიზიის ვარსკვლავები, მოძრაობის თეატრი. ყველა ეს ღონისძიება  კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, რომ  ერთიანობა მრავალფეროვნებაშია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics