21:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 17:00:14, 703 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ გიორგაძე: დისკრედიტაციის კამპანიამ შეურაცხმყოფელი ხასიათი მიიღო

მოვუწოდებ სახელმწიფო სტრუქტურებს, შეისწავლონ ყველა ის საკითხი და წერტილი დაესვას ამ თემას, - ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას.

კულტურის სამინისტროში დღეს მიხეილ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა,სადაც ”მისი და მისი გუნდის მიმართ დისკრედიტაციის კამპანიის შესახებ” ისაუბრა. 

მინისტრის თქმით, მის წინააღმდეგ მიმართულმა კამპანიამ ყველა ზღვარს გადააჭარბა და შეურაცხმყოფელი ხასიათი მიიღო.

„არაერთხელ ყველა შეკითხვაზე ყველანაირ ფორმატში მე ამომწურავი პასუხი მაქვს გაცემული. მიუხედავად ამისა, ამ საკითხებთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა გრძელდება. იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს ყველა ამ საკითხს, მე მინდა მოვუწოდო სახელმწიფო სტრუქტურებს შეისწავლონ ყველა ეს საკითხი და წერტილი დაესვას ამ თემას“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics