|
2016-05-07 12:42:13, 526 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: უნგრეთიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა. შეხვედრაზე უნგრულმა მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. საუბარი ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინებს შეეხო. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თინათინ ხიდაშელის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა. „უნგრეთი ძალიან დიდი ხანია, პრაქტიკულად ამ 25 წლის განმავლობაში, საქართველოს იმ მეგობარი ქვეყნების კატეგორიიდან არის, რომლებიც მუდმივად იცავენ ჩვენს ინტერესებს სხვადასხვა ფორმატებში და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და გვერდში უდგანან ქართულ სახელმწიფოს ყველა მოთხოვნას. ისინი ჩვენთან ერთად არაღიარების პოლიტიკის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სათავეში დგანან და ბუნებრივია, რაიმე განსხვავებული მოლოდინი არც ყოფილა. ჩემი ამოცანა ამ ორი თვის განმავლობაში, ვარშავის სამიტამდე მარტივია - ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა დეტალურად იცოდნენ იმ მოლოდინებისა და მოთხოვნების შესახებ, რომელიც ჩვენ ამ გზაზე გვაქვს იმისათვის, რომ იმ ფორმატებში, სადაც საქართველო არ მონაწილეობს, ვინაიდან საქართველო ჯერჯერობით ნატოს წევრი არ არის და ამიტომ, სხვადასხვა ღონისძიებებზე, სადაც წევრი ქვეყნები იკრიბებიან, მათ ზუსტად იცოდნენ რა არის ის, რისი მხარდაჭერაც გვჭირდება, სადც გადაწყვეტილებების მიღება გვჭირდება. ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს კიდევ ერთხელ უნგრეთიდან და ბუნებრივია, მოლოდინი გვაქვს, რომ ისინი სწორედ ამ საკითხებში ჩვენი ადვოკატები იქნებიან ისე, როგორც იყვნენ მთელი ამ წლების განმავლობაში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. უწყების იფნრომაციით, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა, სადაც გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ასევე, დაგეგმილია თავდაცვის მინისტრის გამოსვლა სტრატეგიული და თავდაცვის კვლევების ცენტრში „NUPS”.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)