|
2016-05-05 14:49:50, 1085 ნახვა
კომენტარი
აგულაშვილი: არანაირი სურვილი არ მაქვს ჩავერთო იმ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში, რომლის გამართვასაც აპირებენ
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. როგორც აგულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კანონის მიხედვით, მის უწყებას მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართვის უფლებამოსილება არ გააჩნია. მისივე განმარტებით, ბოტანიკური ბაღისა და მიმდებარე ტერიტორიის გასხვისების პროცესში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ჩართული არ ყოფილა. „ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ და ვიმოქმედოთ ჩვენთვის და სამინისტროსთვის კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. მე ვერ გავხდები პასუხის გამცემი იმ კითხვებზე, რომელიც ჩემს კომპეტენციაში, გნებავთ, ჩემდა სამწუხაროდ, არ შემოდის. პარლამენტმა და პარლამენტის იმ წევრებმა რომლებმაც გადაწყვიტეს ჩვენი დაბარება, დიდი სიამოვნებით კეთილი ინებონ და აღჭურვონ საკანონმდებლო აქტით სამინისტრო იმ უფლებამოსილებით, რაც გულისხმობს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილების მიღებაში სამინისტროს ჩართულობას. ამ პროცესში სამინისტრო არ ყოფილა ერთი წამითაც ჩართული. არც ერთი გადაწყვეტილება სამინისტროს არ მიუღია, არც ერთი გადაწყვეტილების მიღებაზე სამინისტროსთვის არავის მოუმართავს.ეს საკითხი არაა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში“,-განაცხადა აგულაშვილმა. აგულაშვილი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარასკევს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენა შოუდ არ იქცევა. „მე პატივს ვცემ ინსტიტუტებს, პარლამენტს, პარლამენტარებს, ჩემს ყოფილ კოლეგებს, თუმცა არანაირად არ ვარ მოტივირებული და მსურველი იმის, რომ ჩავერთო ჩემი აზრით, იმ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში, რომლის გამართვასაც აპირებენ. სამინისტრო თავის პოზიციას დააფიქსირებს, კითხვებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პასუხებს გასცემს. რაც შეეხება ჩემს ინტერესს, დიახ, პიროვნულად, რა თქმა უნდა, დავინტერესდი.საკმაო ინფორმაცია მოვიძიე იმისათვის, თუ როგორ მიდის პროცესი, რას უკავშირდება და მაქვს განსხვავებული მიდგომები იმ კრიტიკულ აზრთან დაკავშირებით, რომელიც ხშირად ისმის. პარასკევს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენა იმედი მაქვს, არ იქცევა შოუდ, იქნება საქმიანი განხილვის ადგილი და თეატრი, სადაც მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ უფრო ვრცელი ინფორმაცია საზოგადოებისთვის. გარემოს დაცვისა და რესურსების სამინისტრო ზოგიერთ ქვეყანაშია, გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების( თუმცა ეს კიდევ შეიძლება იყოს, ან არ იყოს) ასევე, ლანდშაფტური მოწყობის სამინისტროდ, ჩვენთან ასე არ არის. შინაარსობრივად შეიძლება ამ პოზიციას ვიზიარებდე და ვამბობდე კიდეც, რომ გარემოს დაცვა არსებობს ლამდშაფტის მოწყობასთან ერთად, თუმცა, ეს ჩვენს ქვეყანაში ასე არ არის.შესაბამისად, რაც არვიცი, იმაზე კომენატრს ვერ გავაკეთებ.შეიძლება მივიდე პარლამენტში, შეიძლება არა. ინფორმაციის მიღებისთვის არაა აუცილებელი პარლამენტში მისვლა“,-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა. რაც შეეხება იმას, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფი აპირებს, მერიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს, აგულაშვილის თქმით, აბსოლუტურად ნორმალურია, როდესაც ადამიანები ამა თუ იმ სადავო საკითხის განსახილველად, თუ დავის გასაგრძელებლად, სასამართლოს მიმართავენ. “მაშინ დაველოდოთ სასამართლოს. თუმცა, ჩემი აზრით, იქ აშკარად ხელოვნურად პროვოცირებული პროცესებია, მაგრამ ნება მომეცით, დღეს ამ საკითხზე მეტი კომენტარი არ გავაკეთო“,-აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)