|
2016-05-03 17:12:13, 609 ნახვა
პოლიტიკა
ფემიციდი შესაძლოა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში გადავიდეს
ფემიციდი (ქალთა მიმართ ძალადობის ყველაზე სასტიკი ფორმა-მკვლელობა) შესაძლოა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში გადავიდეს. აღნიშნულს „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში ინიცირებულია და მისი ავტორები ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრები - თამარ კორძაია და თამარ ხიდაშელი არიან. ცვლილებები ფემიციდის ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აღიარებასა და მის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში მოქცევას გულისხმობს. ამასთან, ცვლილებების მიხედვით, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და მსუბუქი დაზიანება, ცემა, ძალადობა, იძულება და მუქარა, დამამძიმებელ გარემოებად უნდა იქნას აღიარებული. კანონპროექტის ავტორთა განმარტებით, კანონპროექტის მიღების მიზეზია გენდერული ნიშნით ჩადენილი ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის გახშირება. "გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის საერთო რიცხვმა ორი წლის მონაცემებით 60-ს გადააჭარბა, რაც საგანგაშო სტატისტიკაა“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)