18:38 - 24 Jun, 2026
|
2016-05-03 15:35:53, 404 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი კობა კობალაძეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს კობა კობალაძეს უმასპინძლა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვეტერანთა დახმარების საკითხი იყო. გადაწყდა, რომ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ამ მიმართულებით, ერთობლივი ღონისძიებები გატარდება. თავდაცვის მინისტრი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი დღევანდელ შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ერთობლივ ვიზიტს განახორციელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)