03:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-30 13:09:36, 697 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ვაზისუბანში მოსახლეობა მდინარე ხევისწყლიდან ინერტული მასალის გატანას აპროტესტებს

სამტრედიაში, მდინარე ხევისწყალზე მძიმე ტექნიკის საშუალებით ინერტული მასალის მოპოვებას ადგილობრივები მეშვიდე დღეა აპროტესტებენ.

სოფელ ვაზისუბნის შესასვლელში ადგილობრივებმა კარავი გაშალეს და მჯდომარე აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მდინარეზე მიმდინარე სამუშაოები სოფელს საფრთხეს უქმნის, რადგან ძლიერი წვიმების დროს მდინარე ხევისწყლის ადიდებისა და მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის შედეგად, შესაძლოა, დაიფაროს მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები.

როგორც სოფლის მაცხოვრებლები აცხადებენ, თავდაპირველად სამუშაოები რამდენიმე ჰექტარზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მათი ინფორმაციით, შემსრულებელი კომპანია ინერტული მასალის მოპოვებას 16 ჰეტარზე გეგმავს.

აქციის მონაწილეები პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე სოფელში აღნიშნული სამუშაოები არ შეჩერდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics