14:47 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-28 19:08:27, 849 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურს, ბრიგადის გენერალ ლეონიდას კალნინშს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და საქართველოსა და ლატვიის ეროვნული გვარდიების თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ვარშავის სამიტსა დასაქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა ერთობლივი წვრთნების ჩატარების შესაძლებლობებსა და კიბერუსაფრთხოების სფეროში გამოცდილების გაზიარების საკითხებზეც იმსჯელეს.

გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრას საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და საქართველოში ლატვიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი იანის დრეიმანისი დაესწრნენ.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ბრიგადის გენერალი ლეონიდას კალნინში თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს შეხვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics