|
2015-02-22 14:53:14, 3107 ნახვა
სხვადასხვა
საიამ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ უფლებათა დარღვევის ფაქტებზე გაეროში ანგარიში წარადგინა
მიმდინარე წლის წლის16 მარტს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი რუსეთის ფედერაციის ანგარიშს განიხილავს. საიამ და ადამიანის უფლებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტთან თანამშრომლობით, კომიტეტში პარალელური ანგარიში წარადგინა. ანგარიში ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ომის შემდგომ და მიმდინარე მავთულხლართების მშენებლობის გამო საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევას. შეგახსენებთ, რომ საზღვრის მონიშვნის მიზნით მავთულხლართების მშენებლობა კვლავ გრძელდება. საიას და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე à საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციცია რუსეთის წინააღმდეგ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ 400-მდე საქართველოს მოქალაქეს ინტერესებს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოადგენს. საია ასევე იცავს რუსი მესაზღვრეების მიერ საზღვრის უკანონო გადმოწევის გამო (2013 წელი, სექტემბერი) სოფელი დვანის 19 დაზარალებულ მაცხოვრებელს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)