15:20 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-26 09:32:41, 495 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: არჩევნების ერთ-ერთი პრობლემა ამომრჩეველთა საერთო იმედგაცრუებაშია

„შეიძლება ითქვას, რომ  არჩევნების ერთ-ერთი პრობლემა რეალურად ამომრჩეველთა საერთო იმედგაცრუებაშია“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა france 24-ის ეთერში განაცხადა.

როგორც  მარგველაშვილმა აღნიშნა,  ამომრჩეველთა თითქმის 60%-ს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება რომელი გზით წავიდეს.

„შეიძლება ითქვას, რომ ამ არჩევნების ერთ-ერთი პრობლემა რეალურად ამომრჩეველთა საერთო იმედგაცრუებაშია, ამომრჩეველთა თითქმის 60%-ს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება რომელი გზით წავიდეს. ეს გვეუბნება, რომ პოლიტიკური პარტიები მეტად უნდა გააქტიურდნენ.

რა თქმა უნდა, 60% გადაწყვეტილების არმქონე ამომრჩეველი პრობლემას წარმოადგენს, თუმცა მჯერა, რომ საარჩევნო კამპანია ხალხს მათთვის სასურველ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს.

ჩვენ ძალიან ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ვგეგმავთ გავითვალისწინოთ ეს საკითხები და დავეთანხმები, რომ უნდა განვახორციელოთ უფრო აქტიური სასამართლო რეფორმა და მეტად გავაქტიურდეთ, რომ გვქონდეს უკეთესი სასამართლო", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
4 ოქტომბრის საქმეზე 3 პირს პატიმრობა მიესაჯა, მეყანწიშვილს ₾5 000-ლარიანი ჯარიმა
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics