22:40 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 13:31:29, 589 ნახვა

საზოგადოება
გენერალური შტაბის უფროსი ტურნირში გამარჯვებულებს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა „სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლის“ ტურნირში გამარჯვებულებს უმასპინძლა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სპორტული ღონისძიების მონაწილე პირად შემადგენლობას გამარჯვება მიულოცა და მათგან ტურნირის მსვლელობისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია მიიღო. სამხედრო მოსამსახურეებმა გენერალური შტაბის უფროსს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

საქართველოს სამსახურებრივ-გამოყენებითი სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გამართულ შეჯიბრებაში თავდაცვის სამინისტროს გუნდმა პირად-გუნდური პირველობა და, შესაბამისად, ტურნირის გარდამავალი თასი მოიპოვა.

ტურნირისთვის, რომელშიც სახელმწიფო სტრუქტურების გუნდები მონაწილეობდნენ, საქართველოს შეიარაღებული ძალების საუკეთესო მსროლელები შეარჩიეს. ქართველ სამხედროებს სპორტული ღონისძიებების დაგეგმვისა და ფიზიკური მომზადების შეფასების სამმართველოს საცეცხლე მომზადების ინსტრუქტორი, მასტერ სერჟანტი ალექსი ტაბატაძე ხელმძღვანელობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics