21:01 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 19:20:44, 603 ნახვა

საზოგადოება
ვისკონსინის შტატის დელეგაცია თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას ესტუმრა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას საქართველოში ვიზიტით მყოფი ვისკონსინის შტატის პენიტენციური დეპარტამენტის დელეგაცია ესტუმრა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, სტუმრებმა დაათვალიერეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა, ხის საამქრო, მაკარონისა და პურის საწარმოები,  სამედიცინო პუნქტი, სპორტული დარბაზი და  სასადილო.

უწყების ინფორმაციით,  დელეგაციის წევრები გაეცნენ  მსჯავრდებულთა საცხოვრებელ პირობებს და თავისუფლებაშეზღუდულ პირებს გაესაუბრნენ.

ვისკონსინის შტატის  პენიტენციური დეპარტამენტის წარმომადგენლები  დაინტერესდნენ  იმ საგანმანათლებლო  და პროფესიული სწავლების პროგრამებით, რომელიც თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაშია დანერგილი. 

როგორც ვისკონსინის შტატის ერთ-ერთი დაწესებულების  დირექტორის მოადგილემ,  ჯეისონ ბენზელმა აღნიშნა, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების  ანალოგი აშშ-ში არ არსებობს.

„არაჩვეულებრივია, რაც აქ ვნახეთ:  პურის საცხობი, მაკარონის საწარმო, ხის საამქრო, სხვადასხვა საგანმანათლებლო და პროფესიული გადამზადების კურსები. მიმაჩნია, რომ  ასეთი დაწესებულება თავისი დაბალი უსაფრთხოების ზომებით, არაჩვეულებრივი საშუალებაა მსჯავრებულთა გათავისუფლებისათვის მოსამზადებლად და საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრებად დასაბრუნებლად,“ - განაცხადა ჯეისონ ბენზელმა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის,  თემურ მაღრაძის განცხადებით,  აშშ-ს დელეგაციამ დადებითად შეაფასა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების საქმიანობა და მხარდაჭრა გამოხატა იმ პროექტებისადმი, რომელიც დაწესებულებაში ხორციელდება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics