19:28 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-22 15:17:52, 576 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხაბაძე თურქეთში „EXPO ANTALYA 2016"-ის გახსნის ცერემონიას დაესწრება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა, სადაც „EXPO ANTALYA 2016"-ის გახსნის ცერემონიას დაესწრება.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თურქული მხარის მოწვევით გამოფენაზე იმყოფება ასევე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი.

საერთაშორისო ბოტანიკური გამოფენა „EXPO 2016 Antalya International Horticulture", რომელიც ერთ კვირას გასტანს და 30აპრილს დასრულდება, თურქეთში წელს პირველად გაიმართება. მასპინძელი ქალაქი ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულიების ადგილი ანტალიაა. გამოფენის თემაა „ყვავილები და ბავშვები". გამოფენას ორგანიზებას უწევს თურქეთის კვების, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის სამინისტრო, საერთაშორისო საგამოფენო ბიურო და მებაღეების საერთაშორისო ასოციაცია. წელს გამოფენაში მონაწილეთა რიცხვი სხვადასხვა ქვეყნიდან უპრეცენდენტოდ მაღალია.

22 აპრილს გახნის ცერემონიას თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი, ქვეყნის ხელისუფლების ოფიციალური პირები და სხვა საპატიო სტუმრები დაესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics