|
2016-04-19 12:48:48, 1126 ნახვა
რეგიონი
დევნილთა სამინისტროსა და აჭარის მთავრობას შორის ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკომიგრანტთა ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე წვდომასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მოაწერეს. ხელშეკრულების საფუძველზე, აჭარის მთავრობას შესაძლებლობა მიეცემა სტიქიით დაზარალებული ოჯახების განსახლების პროცესში სამინისტროში შექმნილი ეკომიგრანტთა ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზით ისარგებლოს, საკუთარი პროექტის ფარგლებში აწარმოონ და გამოიყენონ ბაზა. აჭარის მთავრობამ 2016 წლის ბიუჯეტში აჭარაში რეგისტრირებული 115 ეკომიგრანტი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის შეძენისა და განსახლების მიზნით 3 მილიონი ლარი გამოყო. ეკომიგრანტთა ერთიანი ელექტრონული მონაცემთა ბაზა 2015 წელს ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა. 2016 წლიდან კი დაიწყო ბაზის ფორმირება. ბაზის საშუალებით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების დამუშავება. საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილებაზე განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღება და მათი შეფასება. აღნიშნული ბაზა იქნება ერთიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხელშეკრულების შესაბამისად, იმ ეკომიგრანტ ოჯახებს რომელთა განსახლება უნდა უზრუნველყოს დევნილთა სამინისტრომ, გარდა სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიულ იორგანოებისა, საშუალება მიეცემათ, განაცხადი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც შეავსონ.
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
იოზვიაკი: ევროკავშირი საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის განახლებას აზრს ვერ ხედავს
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)