06:55 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 18:12:38, 354 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის ელჩის მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტს საელჩო ეხმაურება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“აშშ-ის საელჩო აფასებს, თუ როგორი სერიოზულობით მოეკიდა საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის მთავარი პროკურორის ოფისი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო - ელჩ კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას.

საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული პირის წინააღმდეგ მუქარის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამიტომ აშშ-ის საელჩოს დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეუძლია”, -ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ  "თბილისის ფორუმის" ერთ-ერთ მომხმარებელს, სულხან წულაძეს ამერიკის ელჩის მისამართით ინტერნეტ-ფორუმზე გამოქვეყნებული განცხადების გამო,   სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.  დაკავებულის ძმის განცხადებით,  სულხან წულაძემ ინერნეტფორუმზე ”სახუმარო თემა” გახსნა და დაწერა, რომ აშშ-ის ელჩის და საელჩოს წინააღმდეგ ტერაქტს აპირებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics