12:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 13:53:25, 550 ნახვა

საზოგადოება
მუმბაიში კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი უკვე მეორე დღეა ინდოეთის კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქეთევან ბოჭორიშვილმა გუშინ და დღეს 25 ინდურ კინომწარმოებელ კომპანიას გააცნო კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი, რომლის ფარგლებში დანერგილია ე. წ cash rebate მექანიზმი, რომელიც კინომწარმოებლის მიერ საქართველოში დახარჯული ბიუჯეტიდან კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს.

აღნიშნული კომპანიები წარმოადგენენ მსხვილ ინდურ კომპანიებს, რომელთა ბიუჯეტი 100 მილიონ დოლარს აღემატება და წელიწადის განმავლობაში მინიმუმ 4-5 ფილმს იღებენ.

მინისტრის მოადგილე ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში ინდოელ რეჟისორს ვარუნ ბაჯაჯსაც შეხვდა და დეტალურად განიხილა კინოგადაღების კუთხით საქართველოში არსებული პოტენციალი და კინომწარმოებლებისთვის ხელსაყრელი გარემო.

ქართული მხარის შეხვედრები ინდურ ბაზარზე მოქმედ კინომწარმოებლებსა და საპროდიუსერო კომპანიებთან, რომელშიც ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მრჩეველი, დავით პიპინაშვილიც იღებს მონაწილეობას, ადგილობრივი კინოინდუსტრიის განვითარების მიზნით უმნიშვნელოვანესია. სტატისტიკურად ბოლივუდში წლის განმავლობაში 500 ფილმის გადაღება ხდება, ხოლო მთლიანად ქვეყნის მასშტაბით 3000 ფილმი იწარმოება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics