12:53 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 10:05:24, 560 ნახვა

საზოგადოება
ხორბლის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად აგრძელებს  საქართველოში თესლისა და სარგავი მასალების სერთიფიცირების სისტემის დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სერთიფიცირების სისტემის დანერგვის მიზანია საქართველოში თესლისა და სარგავი მასალების წარმოების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ქართველ ფერმერებს აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სისტემის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერთიფიცირების სამსახურის უფროსი ნოდარ ხატიაშვილი ხორბლის მწარმოებელ ფერმერებს დედოფლისწყაროში შეხვდა. 

შეხვედრაზე ადგილობრივმა ფერმერებმა ინფორმაცია მიიღეს სერთიფიცირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და  მაღალხარისხიანი თესლის წარმოების საერთაშორისო სტანდარტებზე.

დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. ცენტრის თანამშრომლები  კონსულტაციას გაუწევენ და   დაეხმარებიან, რომ მათი პროდუქცია  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იყოს წარმოებული. რაც შესაძლებლობას მისცემთ პროდუქციის რეალიზება მოახდინონ  საექსპორტო ბაზრებზე. 
 
სათესლე მასალის სერტიფიცირების სისტემის დანერგვა მიმდინარეობს პროგრამა  „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარება“-ის ფარგლებში, FAO-ს ტექნიკური მხარდაჭერითა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics