06:55 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-14 14:41:51, 484 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბერძენიშვილი: პრეზიდენტის განცხადება არაადეკვატურია

პრეზიდენტის ეს განცხადება შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე არაადეკვატურია, - ამის შესახებ "რესპუბლიკელმა" დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

როგორც ბერძენიშვილმა დღეს ჟუნალისტებს განუცხადა, პრემიერის შეთავაზება გონივრული იყო, მაგრამ პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ არჩევნების შესახებ განკარგულება მაისში უნდა გამოსცეს, რაც ღიმილის მომგვრელია.

„კონტრასიგნაცია ისეთივე პოპულარული ტერმინია, როგორიც იყო კოჰაბიტაცია. კინტრასიგნაცია თუ მაისშიც არ იქნება პრემიერის მხრიდან, მაშინ პრემიერის ფუჭი გასროლა ვის ემუქრება, ვერ გავიგე. პრეზიდენტის ეს განცხადება შექმნილი პოლიტიკური ვითარების ფონზე ადეკვატური არ არის“, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

დეპუტატის თქმით, მარტში, აპრილში ან თუნდაც მაისში პრეზიდენტის განკარგულების ძალაში შესვლა მედიასაშუალებებს პრობლემებს შეუქმნიდა. მისივე განმარტებით, ეს არ იქნებოდა კარგი საზოგადოებისა და მედიასაშუალებებისთვის, რადგან მხოლოდ არჩევნები არ არის ჩვენი ცხოვრება.

„ფინანსური თვალსაზრისით აპრილში, მაისში,  ივნისში, ივლისში საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიები დანიშნავდნენ მაღალანაზღაურებად თანამშრომლებს, რომლებსაც საქმე არ ექნებოდათ, ამიტომ ეს დამატებითი ფინანსური ტვირთი იქნებოდა. ბიუჯეტიდან მილიონები უნდა წასულიყო იმ საქმეზე, რომელიც გასაკეთებელი ვერ იქნებოდა“, - განაცხადა დავით  ბერძენიშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics