|
2016-04-12 19:46:27, 424 ნახვა
პოლიტიკა
ზალკალიანი: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ვერც ერთ რეფერენდუმს, ვერ ექნება რაიმე იურიდიული ძალა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების შეკითხვას, რუსეთის ფედერაციასთან მიერთების მიზნით ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებასთან დაკავშირებით, უპასუხა. "ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციასთან მიერთების მიზნით რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერის განცხადებით, რეფერენდუმის ჩატარება იგეგმება 2016 წლის აგვისტომდე, რაც შესაძლებლობას მისცემს ე.წ. „პრეზიდენტს" ერთპიროვნულად გადაწყვიტოს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხი. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ვერც ერთ რეფერენდუმს, ვერ ექნება რაიმე იურიდიული ძალა და ლეგიტიმაცია მანამ, სანამ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეფექტურ კონტროლს ახორციელებს რუსეთის ფედერაცია და აღნიშნული რეგიონებიდან გამოდევნილია მკვიდრი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. განცხადებები რეფერენდუმთან და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთებასთან დაკავშირებით წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე უკანონო პროცესების, პირველ რიგში კი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესის გაგრძელებას, ატარებს პროვოკაციულ ხასიათს და ემსახურება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, თავი შეიკავოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ისედაც რთული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების კიდევ უფრო დაძაბვისა და ესკალაციისგან და შეასრულოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს ის შედეგები და გამოწვევები, რაც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციასთან მიერთების მიზნით რეფერენდუმის შესაძლო ჩატარებას შეიძლება მოჰყვეს, და მიიღოს სათანადო ზომები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პრევენციის მიზნით" - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)