14:22 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-12 15:42:25, 774 ნახვა

სამართალი
34-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კამპანია „სამართალი ითხოვს“ დაიწყო

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, კამპანია „სამართალი ითხოვს“ დაიწყო. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ აღნიშნა, კოალიცია და მასში შემავალი ორგანიზაციები იმ პროცესებს აპროტესტებენ, რომელიც სასამართლოში მიმდინარეობს.

"დიდი ხანია საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კოალიცია და მასში შემავალი ორგანიზაციები აპროტესტებენ იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს სასამართლოში. ეს ეხება, პირველ რიგში, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესებს, რომელიც არის საკმაოდ ბუნდოვანი“, - განაცხადა ბენიძემ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტის თქმით, საბჭოს წევრებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე მიიღონ გადაწყვეტილება.

"ჩვენ ვნახეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა, რომელიც ვერ უძლებდა კრიტიკას, განსაკუთრებით მოსამართლეების დანიშვნის და დაწინაურების საკითხში. დღეს კანონმდებლობა საბჭოს წევრებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყოს ყოველგვარი არგუმენტაციის და დასაბუთების გარეშე“, - აღნიშნა სოფო ვერძეულმა.

ამასთან, ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის თქმით, მოსამარტლის შერჩევა დანიშვნის უზრუნველყოფა არის მთავარი საკითხი, რომელიც სამართლიან არჩევნებს განაპირობებს. "საქართველოს პოზიცია დღემდე იყო არის და იქნება მომავალშიც ის, რომ სასამართლო აუცილებლად უნდა გაძლიერდეს და სასამართლოს გაძლიერების მთავარი საფუძველი არის ინდივიდუალური მოსამართლე“, - განაცხადა კოჟორიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics