|
2015-02-19 18:41:56, 3137 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში იარაღიდან სროლაში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პისტოლეტის სისტემის სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან სროლაში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირში ჩართული 32 სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურე პირველობისთვის ორ სახეობაში - სპორტულ და ტაქტიკურ სროლებში ასპარეზობდა. მონაწილეები სრულყოფილად შესრულებული დავალების, სროლის შედეგების (სპორტული სროლები) და ასპარეზობის დროის (ტაქტიკური სროლები) მიხედვით შეფასდნენ. გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ. სპორტულ სროლაში გუნდური პირველი ადგილის მფლობელი სპეციალური ოპერაციების ძალები გახდა. მეორე ადგილზე სახმელეთო ჯარების უზრუნველყოფის ცენტრი, ხოლო მესამე ადგილზე I მსუბუქი ქვეითის ბრიგადა გავიდა. გამარჯვებულებს სიგელები და მედლები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ სპეციალური ოპერაციების ძალებს ტურნირის თასი გადაეცა. სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ, ასევე, ტაქტიკური სროლის შეჯიბრში საპრიზო ადგილებზე გასული სამხედროები. შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს შეიარაღებული ძალების თითოეული ქვედანაყოფიდან ორი საუკეთესო მსროლელი შეირჩა. შეჯიბრს სპეციალურად შერჩეული ინსტრუქტორთა ჯგუფი აკვირდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)