08:11 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 13:28:29, 549 ნახვა

საზოგადოება
თბილისის, ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის, ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, შეთანხმება ერთიანი ელექტრონული სერვისების მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

დოკუმენტს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, დედაქალაქის მერია ქუთაისისა და თელავის მუნიციპალიტეტებს გამოცდილებას ერთიანი ელექტრონული სერვისების განვითარებისა და ხელმისაწვდომობის, ერთიანი გეოსივრცითი მონაცემების ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების მიმართულებით გაუზიარებს.

„თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის ფორმატში, წევრ მუნიციპალიტეტებს ვეხმარებით, რომ სივრცითი ტერიტორიული განვითარების თვალსაზრისით მოხდეს ელექტრონული სერვისების დანერგვა. ჩვენთან აპრობირებული და პრაქტიკაში დანერგილი მექანიზმები დაეხმარება მათ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას უკეთ მოემსახურონ, ხელმისაწვდომი იყოს ის სერვისები, რომელსაც ადგილობრივები მუნიციპალიტეტისგან იღებენ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics