00:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 18:29:00, 479 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის მხარდაჭერის იმედი საბოლოოდ დაკარგა

„ პრემიერის განცხადება, რომ მთავრობას არ აქვს ფული, მხოლოდ ერთს ნიშნავს - მათ იციან დაკარგეს ხალხის მხარდაჭერა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით გეგმავენ არჩევნების მოგებას“,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი  დავით ბაქრაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმადაც მთავრობას არ აქვს  იმის ფუფუნება, რომ დამატებით 7-8 მილიონი ლარი  გადაიხადოს იმის გამო, რომ დღეიდან ჩაირთოს მრიცხველი არჩევნებისთვის.

ბაქრაძის განცხადებით, მთავრობა, რომელიც  ასეულობით მილიონს ხარჯავს პრემიებსა და დანამატებზე, ამტკიცებს, რომ მას არ შეუძლია რამდენიმე მილიონი ლარი გამოყოს  დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის.

„მთავრობა, რომელიც ასეულობით მილიონს ხარჯავს საკუთარ პრემიებსა და დანამატებზე, მთავრობა რომელმაც გუშინ 30 მილიონი გამოყო კონცერტების ჩასაარებლად, დღეს გვიმტკიცებს რომ მას არ შეუძლია რამდენიმე მილიონი გამოყოს ნორმალური და დემოკრატიული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ დაკარგა ხალხის მხარდაჭრის იმედი და ისინი მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსის ხარჯზე აპირებენ არჩევნების მოგებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება აუცილებლად წააგებს არჩევნებს, ვინაიდან ყველა მთავრობამ რომელმაც დაკარგა ხალხის მხარდაჭრა არჩევნები წააგო. ამავე ბედს გაიზიარებს ოცნებაც“, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics