14:23 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 14:34:56, 803 ნახვა

სამართალი
პროკურატურა ფარული ჩანაწერების საქმეზე კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს ეძებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს ეძებს.

როგორც უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე დაკავებული 5 პირის გარდა, შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის ყოფილი მოადგილის, გიგლა შიოშვილის სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.

”გიგლა შიოშვილის დაკავება ვერ მოხერხდა, რადგან ის გამოძიებას მიემალა”, - აღნიშნა კაციტაძემ.

გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის მე-6 სამმართველოს ყოფილ უფროსს გივი კაციტაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რადგან მას საქართველოს საზღვრები დატოვებული აქვს და საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას თავს არიდებს.

ცნობისთვის პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 პირი დააკავა.

კერძოდ, პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან შს სამინისტროს  კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი; ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსი  რომან ზაალიშვილი; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ყიფშიძე; შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics