|
2016-04-08 13:44:50, 1213 ნახვა
კომენტარი
მიხეილ გიორგაძე: „Check in Georgia“ უფრო ეკონომიკური პროექტია, ვიდრე კულტურული
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განცხადებით, „Check in Georgia“ უფრო ეკონომიკური პროექტია, ვიდრე- კულტურული. ამიტომ, მისივე განმარტებით, მიზანშეწონილია, რომ ასეთი ღონისძიებებისთვის თანხები სარეზერვო ფონდიდან და ბიუჯეტიდან იხარჯებოდეს. „როდესაც ვსაუბრობთ პროექტზე „Check in Georgia“, ეს არ არის უბრალოდ კულტურული ღონისძიების ჩამონათვალი და რამდენიმე კონცერტის დაფინანსების საკითხი. მსჯელობა იმაზე, რამდენად მიზანშეწონილია ასეთი ღონისძიებებისთვის თანხები იხარჯებოდეს სარეზერვო ფონდიდან და ბიუჯეტიდან, მე ვიტყოდი, რომ ეს არის ბევრად უფრო ეკონომიკური პროექტი, ვიდრე კულტურული პროექტი, რომელიც არის ძალიან პრაგმატულად გააზრებული და გათვლილი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ მასშტაბის, დონის, ხარისხის მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს და ეჭვი მეპარება, რომ ამაზე სერიოზულად უნდა ვიკამათოთ, ამ დონისა და მასშტაბის პროექტები ქვეყნის ცნობადობას, პოპულარიზაციას და იმიჯის დამკვიდრებას უწყობენ ხელს, რაც დადებითად აისახება ტურისტული ნაკადების, როგორც შიდა, ასე გარე გააქტიურებაზე, რასაც თავის მხრივ ბუნებრივია მოყვება ხელშეწყობა ადგილობრივი მეწარმეების”, - განაცხადა გიორგაძემ. Check in Georgia კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. პროექტ check in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოში რობი უილიამსის გარდა, ჯგუფი Maroon 5, ეროს რამაზოტი და ხოსე კარერასი ჩამოვლენ. პირველ კონცერტს 24 მაისს ეროს რამაზოტი თბილისში, სპორტის სასახლეში გამართავს. შემდეგ 27 მაისს „დინამო არენაზე“ რობი უილიამსი იმღერებს, 7 ივნისს ბათუმში Maroon 5-ის კონცერტი გაიმართება, ხოლო 18 ივნისს ქუთაისში ხოსე კარერასის კონცერტი მისი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩატარდება, როცა ის მსოფლიოს ემშვიდობება (შემოქმედებით კარიერაში). პროექტ Check in Georgia-სთვის 29 მილიონი გამოიყოფა.
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)